ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასოციაციის საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა.

14 აპრილი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასოციაციის საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა. ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატ ფეხბურთელებს „ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის“ რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულება მიულოცა და სიმბოლური სერტიფიკატები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი აღნიშნულ გათამაშებაში პირველად მონაწილეობს და პირველივე სეზონში წარმატებას მიაღწია. გუნდი ამჟამად ასპარეზობას ფლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს და საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ასოციაციის საფეხბურთო გუნდი ასევე აქტიურად ემზადება ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მისაღებად, რომელიც 2026 წლის 9 -17 მაისს ესპანეთში, ბენიდორმში გაიმართება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი