ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბათუმის №3 და ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

12 მარტი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილისა და ბათუმის №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, მიხეილ კანდელაკის შორის გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულებისას ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, არსებული პრაქტიკის შეფასებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა პრაქტიკაში იჩენდეს თავს.

ასოციაციის თავმჯდომარე ასევე იმყოფებოდა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაწესებულების დირექტორს, გოჩა კანდელაკს შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, პირადად დაათვალიერა დაწესებულებაში არსებული შეხვედრის სივრცეები, სადაც ადვოკატებს კლიენტებთან კომუნიკაცია უწევთ. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა ადგილზე არსებული პირობების გაცნობას და იმ გარემოს შეფასებას, სადაც დაცული უნდა იყოს ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის პრინციპი.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას, ასევე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების სათანადო დაცვას. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას და ნებისმიერი შესაძლო ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ოპერატიულად მიიღებენ შესაბამის ზომებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი