ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ასოციაციის უხუცეს წევრ ქალბატონს, ელიდა გოდერძიშვილს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ქალბატონ ელიდას მადლობა გადაუხადა ადვოკატის პროფესიისადმი მრავალწლიანი ერთგულებისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ქალბატონი ელიდა წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურება ადვოკატის პროფესიას და დღესაც აგრძელებს საადვოკატო საქმიანობას, რაც პროფესიისადმი მის სამაგალითო ერთგულებასა და პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. ქალბატონ ელიდას 87 წელი შეუსრულდა და მსურს მას ჯანმრთელობა, ენერგია და აქტიური პროფესიული საქმიანობის გაგრძელება ვუსურვო.“- აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.




