ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს ( INL) დირექტორს, ჯეიმი შაფელბარგერს შეხვდა. ირაკლი ყანდაშილმა პროგრამის ხელმძღვანელს ასოციაციის ოფისში უმასპინძლა. ჯეიმი შაფელბარგერმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციასა და INL – ბიუროს შორის მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობა შეაჯამეს და ის მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს, რომლებიც ასოციაციამ ადვოკატთა პროფესიის განვითარებისთვის INL ბიუროს მხარდაჭერით განახორციელა, მათ შორის, ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები ასევე მიესალმნენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
„ვფიქრობ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ქალბატონ ჯეიმისთან INL ბიუროსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის არსებულ, მრავალწლიან თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ და სამომავლო, ერთობლივი ნაბიჯები განვიხილეთ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაძლიერების პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობაზე. მიმაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაძლიერება სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ასოციაცია არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. იმედი მაქვს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა განსაკუთრებულ როლს შეიტანს ასოციაციისა და ადვოკატის პროფესიის გაძლიერების პროცესში.“- აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.




