ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საფეხბურთო გუნდის წევრებსა და მთავარ მწვრთნელს, თენგიზ სულაქველიძეს შეხვდა. გუნდის წევრებმა ირაკლი ყანდაშვილს თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
შეხვედრაზე განიხილეს გუნდის მიმდინარე და სამომავლო აქტივობები, საერთაშორისო და ადგილობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობის საკითხები. მათ შორის ასოციაციის გუნდის მონაწილეობა ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატში (Mundiavocat, World Football Cup for Lawyers's) რომელიც 9-17 მაისს ბენიდორმში, ესპანეთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნულ ჩემპიონატში ადვოკატთა ასოციაციის გუნდმა მე-3 ადგილი მოიპოვა.
ირაკლი ყანდაშვილმა გუნდის გაძლიერების მიმართულებით ასოციაციის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მზაობა გამოთქვა და წევრებს გამარჯვება უსურვა.
ამ დროისთვის ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი ბიზნეს ლიგაში პირველად მონაწილეობს, გაზაფხულზე კი ტრადიციულად, მასტერ ლიგის ჩემპიონატში ჩაერთვება.




