ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანს შეხვდა

28 იანვარი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანს უმასპინძლა. 

შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშილმა მორის შალიკაშვილს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, მათ შორის მოქმედი და დაგეგმილი პროგრამები. ყურადღება გაამახვილა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ასოციაციის მჭიდრო და სისტემური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა სტუდენტების აქტიური ჩართულობის როლი პროფესიული განვითარების პროცესში.

სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ადვოკატებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. 

აღნიშნული ინიციატივები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ეტაპობრივად დაიგეგმება და მიზნად ისახავს როგორც აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი