ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა 

27 იანვარი 2026


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი ყანდაშვილმა ელჩ ოლივიე კურტოს  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მაღალი ნდობის საფუძველზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.  

თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან ასევე ის მნიშვნელოვანი პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებას ასოციაცია ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით გეგმავს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი