ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს უმასპინძლა

26 იანვარი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ალი ქაან ორბაი.

შეხვედრის ფარგლებში თურქეთის ელჩმა ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მაღალი ნდობის საფუძველზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ელჩმა აღნიშნა ადვოკატთა პროფესიის მნიშვნელოვანი როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში. მისივე განცხადებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარის პროფესიული გამოცდილება და მისი წლების მანძილზე საელჩოსთან პირადი თანამშრომლობის გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და თურქეთს შორის საადვოკატო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ვიზიტისა და გამოხატული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით ასოციაციის მზაობა დაუფიქსირა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და სამომავლოდ ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი