ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის კანცლერს უმასპინძლა

23 იანვარი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს მამუკა თავხელიძეს და უნივერსიტეტის კანცლერს გიორგი თავხელიძეს უმასპინძლა. 

შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშილმა სტუმრებს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, მათ შორის მოქმედი და დაგეგმილი პროგრამები. ყურადღება გაამახვილა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ასოციაციის მჭიდრო და სისტემური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა სტუდენტების აქტიური ჩართულობის როლი პროფესიული განვითარების პროცესში.

სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ადვოკატებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. 

აღნიშნული ინიციატივები გრიგოლ რობაქიძს სახელობის უნივერსიტეტთან ეტაპობრივად დაიგეგმება და მიზნად ისახავს როგორც აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი