ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

21 იანვარი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა რუმინეთის ელჩი საქართველოში ბატონი რაზვან როტუნდუ.

სამუშაო შეხვედრაზე ელჩმა როტუნდუმ ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ელჩმა ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის როლს ქვეყანაში სანდო და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში და აღნიშნა, რომ ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, წარსულში, როგორც მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება, საქართველოსა და რუმინეთის საადვოკატო პროფესიებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ირაკლი ყანდაშვილმა რუმინეთის ელჩს სტუმრობისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის საადვოკატო პროფესიების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ორმხრივი ჩართულობის მზადყოფნა დაადასტურეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი