ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი Expertise France- ის გუნდის ლიდერს, ოდრიუს ბიტინას შეხვდა.
შეხვედრაზე იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია Expertise France-თან თანამშრომლობით განახორციელებს შრომითი და სოციალური უფლებების მიმართულებით.
თანამშრომლობა ეფუძნება მემორანდუმს, რომელიც მოიცავს როგორც კვლევით და საკანონმდებლო, ასევე ადვოკატთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს.
Expertise France საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის უმსხვილესი საჯარო სააგენტოა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებში საჯარო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს პროექტების მრავალი მიმართულებით, მათ შორის მართლმსაჯულების, დემოკრატიული მმართველობის, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებით.




