ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ასოციაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროექტის ხელმძღვანელს, ლევან ასათიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის, ერთობლივი, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერმა ასოციაციის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.




