ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

14 ივნისი 2024

დასრულდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA ROLI) ორგანიზებით გაიმართა.

ვიზიტის დროს მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ აშშ-ში ფედერალურ და შტატის დონეზე არსებულ პრაქტიკებს, სამოსამართლო კანდიდატების შერჩევის პროცესში ადვოკატთა ასოციაციების როლისა და პროცესში ჩართულობის შესახებ, ასევე ადვოკატებისა და მოსამართლეების ერთობლივი შეხვედრების (ბენჩ-ბარი) ამერიკულ მოდელებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, ამერიკის იურისტთა ასოციაციის გლობალური პროგრამების ხელმძღვანელებთან, ასევე ფედერალური მართლმსაჯულების მუდმივმოქმედ კომისიასთან, ვაშინგტონის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, ნიუ-იორკის შტატის (NYSBA) ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის (New York City Bar) წარმომადგენლებსა და მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის ხელმძღვანელებთან, მათ შორის სამოსამართლო კანდიდატების ნომინირების კომისიის წევრებთან.

შეხვედრები ასევე, გაიმართა მერილენდის შტატის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან, ქალაქ ბალტიმორის სამოსამართლო კანდიდატების შეფასების კომისიის თავმჯდომარესთან და მართლმსაჯულების ინოვაციებისა და ბრენანის ცენტრებთან.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც დაეხმარება ადვოკატთა ასოციაციას სამოსამართლო კანდიდატების შერჩევა/შეფასების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთონ და ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების ხარისხისა და მისაწვდომობის გაზრდას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი