29 მარტს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის, ეთიკის კომისიის, ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის თანამშრომლებისათვის ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის თავისებურებები და მეთოდოლოგიური საფუძვლები.
ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტისგან შედგებოდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
▪️ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები;
▪️ თვისებრივი კვლევის დიზაინები, შერჩევა და ეთიკის საკითხები;
▪️ თვისებრივი კვლევის მეთოდები.
ტრენინგს ექსპერტი - მარიამ დალაქიშვილი უძღვებოდა.