საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა თემაზე: გენდერული თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ადვოკატურის ლიდერები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხში იურიდიული პროფესიების როლს და გამოწვევების დასაძლევად საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობას.
კონფერენციის სადისკუსიო ნაწილში მოხსენებით წარსდგა მართლმსაჯულების კომიტეტის თანათავმჯდომარე სოფო სოხაძე, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ქართულ პრაქტიკაზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ტრადიციულ სახეს მიიღებს.