ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა

15 ივნისი 2023

ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში მრგავლი მაგიდის სერიის მორიგი სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა.

სამუშაო შეხვედრაში ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ლევან მახარაშვილი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გამოწვევბი და მიღწევები განიხილეს. შეხვედრის მსველობისას  ყურადღება გამახვილდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან ასპექტებზე, კრიტერიუმებზე, შერჩევის პროცესის შედეგზე. 

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო ბაზის ფუნქციურ თუ კოლიზიურ ასპექტებზე, საკანონმდებლო ბაზის აღსრულების ნიუანსებსა და მართმსაჯულების პროცესში ჩართული მხარეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ახალგაზრდა ადვოკატების პროფესიაში მეტად ინტეგრირებასა და მათ პროფესიულ ზრდას ისახავს მიზნად და მომავალშიც გაგრძელდება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი