ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის შრომის სამართლის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.
შეხვედრაზე ტრენერებმა მონაწილეებთან ერთად ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა:
- პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება შრომით ურთიერთობაში _ სსიპ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრაქტიკა;
- შრომითი დისკრიმინაცია;
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლები, მათ შორის, „უხეში დარღვევის“ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს უახლესი პრაქტიკა;
- კვლევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა შრომით ურთიერთობებში;
- შეხვედრას უძღვებოდნენ ტრენერები: თამარ გაბისონია, თამილა გაბაიძე, თეონა კილაძე, ნინო ელოშვილი და თამარ სურმავა.
ტრენინგი „სოლიდარობის ცენტრის“ მხარდაჭერით მხარდაჭერით ჩატარდა.
განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციაში ასევე, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, არსებული პრაქტიკა და გამოწვევები.
შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა:
- ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა.
- ფემიციდის შემსწრე არასრულწლოვნები და მათი დაცვის გარანტიები;
- შემაკავებელი ორდერი, მოძალადის მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წინაპირობები;
- პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები (ადმინისტრაციული სამართალწარმოება);
- „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დამცავი ორდერი, პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები;
- ძალადობის შემსწრე ბავშვები, როგორც ძალადობის მსხვერპლები;
- ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა მოძალადის და სახელმწიფოს მიერ. (საკანონმდებლო ცვლილებები);
შეხვდრას ტრენერი - ელისო რუხაძე უძღვებოდა.