ადვოკატთა ასოციაციაში ყოფილ მოსამართლე, ლია ორკოდაშვილთან შეხვედრა ჩატარდა. ქალბატონ ლიას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე ლია ორკოდაშვილმა მრავალწლიანი სამოსამართლეო საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ადვოკატების შეკითხვებს უპასუხა.
ლია ორკოდაშვილი სამოსამართლეო საქმიანობას 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოში, ასევე, სააპელაციო სასამართლოში ახორციელებდა.
მრავალწლიან საქმიანობას ქალბატონი ლია კანონით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაემშვიდობა, თუმცა, როგორც ღონისძიებაზე თავად აღნიშნა მისი სამომავლო გეგმები ახლა უკვე ახალ პროფესიას - საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება.