ადვოკატთა ასოციაციაში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მექანიზმები

30 მარტი 2023

განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციაში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მექანიზმები (ადმინისტრაციული საჩივარი და ადმინისტრაციული სარჩელი).
ტრენინგს გიორგი გვენეტაძე უძღვებოდა. 

ტრენინგის ფარგლებში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: 

  • ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებები;
  • ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
  • ადმინისტრაციულ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, არარად აღიარების ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით.

ტრენინგში ადვოკატთა ასოციაციის წევრები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეობდნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი