ადვოკატთა ასოციაციაში სატრენინგო ციკლი ჩატარდა

2 ივნისი 2023

ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მექანიზმები.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს როგორებიცაა:

  • ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებები;
  • ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
  • ადმინისტრაციულ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, არარად აღიარების ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
  • შეხვედრას ტრენერი- გიორგი გვენეტაძე უძღვებოდა.

ასევე, სატრენინგო ციკლის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე „ფარული საგამოძიებო მოქმედებები“.
სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპები;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედების შუამდგომლობის დასაბუთება;
  • პირის უფლებები, რომლისთვისაც ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე;

ფარული საგამოძიებო მოქმედების სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ და თემასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - ლევან მახარაშვილი.

სატრენინგო ციკლის ფაგლებში, ასევე, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებები.

ტრენინგს უძღვებოდნენ: 
სოფიკო მენაბდიშვილი და ანა თავხელიძე -„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები. 
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები:

  • შშმ პირის ტერმინების განსაზღვრება;
  • ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის უფლების შესახებ;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობა - არსებული ხარვეზები და საერთაშორისო სტანდარტები და სხვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი