ადვოკატთა ასოციაციაში პროფესორ კონსტანტინე კორკელიას საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: „ადვოკატის როლი სიცოცხლის უფლების ეფექტიან დაცვაში.“
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის მნიშნველობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში სიცოცხლის უფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, პრაქტიკა და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან.
შეხვედრაზე კონსტანტინე კორკელიამ მის მიერ ახლადგამოცემულ წიგნზეც ისაუბრა, რომელშიც სხვადასხვა შემთხვევის მაგალითზე განხილულია, თუ ღონისძიებები შეიძლება გატარდეს სახელმწიფოს მხრიდან უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებისა და სიცოცხლის უფლების ეფექტიანად დაცვისთვის.
წიგნის ელ-ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.