საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და კომუნიკაციების ობუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე.