საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციისა და „მართლმსაჯულების სახლის“ ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები და კონფერენციები ჩატარდება. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში გამოიცემა ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოები და პუბლიკაციები.
აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში იურიდიული პროფესიის განვითარებას შეუწყობს ხელს.