საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ.
მემორანდუმი ასოციაციასა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული ინიციატივის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, შენთანხმების მიხედვით უნივერსიტეტი ადვოკატთა ასოციაციისთვის საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრებისთვის შესაბამისი სივრცის დათმობას უზრუნველყოფს.
ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონში მოქმედი ადვოკატები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის წევრებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.




