ადვოკატთა ასოციაციამ სახალხო დამცველს უმასპინძლა

7 მარტი 2024

ადვოკატთა ასოციაციამ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსა და მის მოადგილეს, თამარ გვარამაძეს უმასპინძლა. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა სტუმრებს ასოციაციაში იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს. საუბარი, ასევე, შეეხო სახალხო დამცველის საქმიანობასა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებულ მდგომარეობას. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და ფორმატები განიხილეს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი