ადვოკატთა ასოციაციამ საერთო კრება ჩაატარა

25 დეკემბერი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება ჩაატარა. ასოციაციის თამჯდომარემ, ეთიკის კომისიამ და სარევიზიო კომისიამ წევრებს საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინეს.

კრების ფარგლებში, ასევე, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი წევრის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობით, აღმასრულებელი საბჭოს ახალი წევრი დიანა გვიშიანი გახდა.

საერთო კრებაზე ადვოკატებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მოსამართლე, ლადო ჭანტურიასთვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის ორდენის გადაცემასა და უხუცესი ადვოკატის, ქეთევან ჭაბუკიანისთვის ადვოკატის ღირსების ორდენის გადაცემის საკითხს.

საერთო კრებაზე ასოციაციის საფეხბურთო და საჭადრაკო გუნდების წევრთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. მადლობის სიგელები წევრებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გადასცა.

ადვოკატთა ასოციაცია საერთო კრებას წელიწადში ერთხელ მართავს, სადაც ადვოკატები მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ და გაწეული საქმიანობის შედეგებს აჯამებენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი