ადვოკატთა ასოციაციამ საანგარიშო საერთო კრება ჩაატარა

26 დეკემბერი 2022

ადვოკატთა ასოციაციის საანგარიშო საერთო კრება 24 დეკემბერს წუთიერი დუმილით გაიხსნა. ასოციაციის წევრებმა პატივი მიაგეს აღმასრულებელი საბჭოს წევრის, გიორგი ტურაზაშვილის ხსოვნას.

საანგარიშო საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ, ეთიკის კომისიამ და სარევიზიო კომისიამ წევრებს საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინეს. ასევე, საერთო კრებაზე ადვოკატებმა განიხილეს მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საერთო კრებამ მხარი დაუჭირა აკადემიკოს მინდია უგრეხელიძისა და პროფესორ ოთარ გამყრელიძისთვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის ორდენის გადაცემას - იურიდიული პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

საერთო კრების ერთხმივი გადაწყვეტილებით ადვოკატ გიორგი ტურაზაშვილს მიენიჭა ადვოკატის ღირსების ორდენი, გარდაცვალების შემდეგ.

ადვოკატთა ასოციაცია საანგარიშო საერთო კრებას წელიწადში ერთხელ მართავს, სადაც ადვოკატები მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ და გაწეული საქმიანობის შედეგებს აჯამებენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი