ადვოკატთა ასოციაციამ მედიაციაში სამართლის სკოლების საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს უმასპინძლა

13 მარტი 2025

ადვოკატთა ასოციაციამ მედიაციაში სამართლის სკოლების საერთაშორისო კონკურსის ((International Law School Mediation Tournament (ILSMT)) მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე კონკურსის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, საერთაშორისო კოლეგიათაშორისი მედიატორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კენეტ ფრანკიმ და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა ანა ხურციძემ. 

საერთაშორისო კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში საქართველოში  სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ როგორც, კონკურსის მონაწილე, წარმატებული სტუდენტები, ასევე, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მაღალი დონის ექსპერტები, მწვრთნელები (Team Coaches - Professional Mediators)  და მსაჯები (Judges - Legal Professionals). 

კონკურსი ამერიკული ორგანიზაცია: International Academy of Dispute Resolution (INADR)  ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 20-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების გუნდები მონაწილეობენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი