ადვოკატთა ასოციაციამ თბილისსა და რეგიონებში ადვოკატებისთვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა. სალექციო თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
- დისკრიმინაცია შრომით უფლებებში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა-ტრენერები: თეონა კილაძე, ნინო ელოშვილი, ასლან ხმალაძე.
- სააღსრულებო წარმოების სამართლებრივი პრობლემები - ტრენერი, ეკატერინე ახალკაცი.
- ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - ტრენერი, ელისო რუხაძე.
- ცალკეული ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ადვოკატის მიერ - ტრენერი, დიმიტრი მჭედლიშვილი.
სამუშაო შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.