ადვოკატთა ასოციაციამ ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი წარმოადგინა

25 ნოემბერი 2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და გერმანიის ადვოკატთა ფედერალურმა პალატამ (BRAK) საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით კონფერენცია ჩაატარა, სადაც ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ქართულ სამართლებრივ სივრცეში ინტეგრირების პერსპექტივა განიხილეს. 

განხილვაში საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლოს, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გერმანული მოდელი სპეციალური პალატის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის შემადგენლობაში ერთი პროფესიონალი მოსამართლე და ორი მსაჯული იქნება. პალატის წევრები საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტდება. შერჩეული მსაჯულებისგან მსაჯულთა რეესტრი შეიქმნება, საიდანაც, კონკრეტული დავის განხილვისთვის კომერციულ პალატაში მსაჯულები აირჩევიან წინასწარ განსაზღვრული, გამჭვირვალე და ობიექტური პროცედურის საფუძველზე.  

ბიზნეს დავების გადაწყვეტის აღნიშნული მოდელი საქართველოში ისეთ გარემოს შექმნის, რაც  კერძო სექტორის გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს და კომერციულ დავებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხსა და სანდოობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული მოდელის უპირატესობების საქმიან განხილვას პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლებისა და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი