ადვოკატთა ასოციაციამ „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გამართა

8 ნოემბერი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციასა (AEA-EAL) და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას მართავს თემაზე: კონვენცია „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი.

კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეები და ხელმძღვანელები, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) ვიცე პრეზიდენტი, LAWASIA-ს პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და ევროპის საბჭოს ადვოკატთა დაცვის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (CJ-AV) ექსპერტი. 

ასევე, კონფერენციაში მონაწილეობენ ადვოკატები, საქართველოს სახალხო დამცველი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვეტისლავ პაუნოვიჩმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) ვიცე პრეზიდენტმა, რომან ზავრშეკმა, LAWASIA-ს პრეზიდენტმა, იაპ თეონგ ლიანგიმ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა, დავით სიმონიამ.

კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციასთან დაკავშირებული საკითხები - ადვოკატთა თვითმმართველი ასოციაციის როლი იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობასა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფაში; ადვოკატთა შეუფერხებლად საქმიანობისა და პროფესიული საიდუმლოების დაცვის გარანტიები ევროპული კონვენციის პრიზმაში და სხვ. კონფერენციაზე ყველა ევროპული ქვეყნის მიერ ზახგასმით აღინიშნა კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობა.

კონფერენცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის იუბილესა და ადვოკატის დღეს ეძღვნება, რომელიც საქართველოში, ტრადიციულად, 8 ნოემბერს აღინიშნება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი