ადვოკატთა ასოციაცია სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენლებს მასპინძლობს

26 იანვარი 2023

ადვოკატთა ასოციაცია სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენლებს მასპინძლობს. დელეგაციის წევრები მოსამართლე/პროფესორი ჯეიმს ბეიკერი და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე ენდრიუ ჰორსფოლი არიან. 

ვიზიტის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ახალ ოფისში პროფესორმა ჯეიმს ბეიკერმა ადვოკატებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე: საადვოკატო საქმიანობა და ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის, ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების საკითხები.
ასევე, ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის დეკანებს შეხვდნენ. შეხვედრა აკადემიურ სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების გზით იურიდიული პროფესიის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები, ასევე,  შეხვედრებს მართავენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მართლმსაჯულების სექტორის წარმომადგენლებთან. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი