განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ფემიციდი,როგორც ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა. გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნის იდენტიფიცირება.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა: ფემიციდის შემსწრე არასრულწლოვნები და მათი დაცვის გარანტიები; ფემიციდის პრევენციის გზები: შემაკავებელი ორდერი, მოძალადის მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წინაპირობები, „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დამცავი ორდერი, პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები.
ტრენინგს ექსპერტი, ელისო რუხაძე უძღვებოდა.