ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ჯანსაღ გარემოზე ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.“

28 ნოემბერი 2025

ადვოკატთა ასოციაცია განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, გამოკითხვის შედეგად შერჩეულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგებს განაგრძობს. 

10-11 და 25-26 ნოემბერს განვითარების პროგრამისა (UNDP) გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, ტრენინგები ჩატარდა თემაზე: „ჯანსაღ გარემოზე ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.“

სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სამმაგი პლანეტარული კრიზისი - გარემოსდაცვითი გამოწვევები 21-ე საუკუნეში; გარემოსდაცვითი    სამართლის    არსი, ეროვნული კანონმდებლობა და სხვ. 

ტრენინგებს უძღვებოდნენ ექსპერტები: ეკატერინე სოლოღაშვილი, ნინო ხუციშვილი, თამარ სურმავა და უჩა ზაქაშვილი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი