ადვოკატებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

7 თებერვალი 2022

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის რჩეული რეკომენდაციები ადვოკატებისთვის" - ამ სახელწოდებით ადვოკატებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა.

ელექტრონული წიგნი ხელმისაწვდომია აქ. 

კრებულში ეთიკის კომისიის მნიშვნელოვანი განმარტებები და ის კონკრეტული რჩევებია მოცემული, რომლებიც ადვოკატების შეკითხვების საფუძველზე მომზადდა. კრებულში ასახული რეკომენდაციები ადვოკატებს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში წამოჭრილი სხვადასხვა ეთიკური დილემის გადაწყვეტაში დაეხმარებათ.

კრებული ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის იურისტის - ხატია ჩოგოვაძის ავტორობით მომზადდა.

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია აგრძელებს ადვოკატებისგან ახალი შეკითხვების მიღებასა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე მუშაობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი