ადვოკატებისთვის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ელექტრონული დაჯავშნის პორტალი მოქმედებს!

14 ივნისი 2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის ვიზიტის ელექტრონული დაჯავშნის პორტალის მუშაობის პროცესს გაეცნენ.  

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ინოვაციური, ელექტრონული პორტალი ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად შექმნა.  ელექტრონული დაჯავშნის პორტალი პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად.

ელექტრონული პორტალი საპილოტე რეჟიმში პირველ ეტაპზე, მხოლოდ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ბარიერს მიღმა შეხვედრის დაჯავშნის მიზნით ამოქმედდა. ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას უზრუნველყოფს. 

ვიზიტის წინასწარ ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი ნებაყოფლობითია, შესაბამისად,  პარალელურად იმოქმედებს არსებული სტანდარტული პროცედურაც.
გარდა იმისა, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს მეტ კომფორტს შეუქმნის და შესაძლებლობას მისცემს  საკუთარი შეხვედრების კალენდარი მართონ, აღნიშნული პორტალის ეფექტიანად გამოყენება, ასევე განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგს, რაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალი წელია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ადვოკატთა ასოციაციამ ელექტრონული ჯავშნის ინოვაციური პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით შექმნა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი