ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ტრენერთა შესარჩევი კონკურსი

2 მარტი 2022

ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს კონკურს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ტრენერთა შერჩევის მიზნით!

ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. 

ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსი გრძელდება 3 თვე და ორიენტირებულია ადვოკატისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებაზე. თეორიული კურსი მოიცავს სავალდებულო მოდულებს შესაბამისი სპეციალიზაციების გათვალისწინებით, როგორიც არის სამართლებრივი წერა, ადვოკატის პროფესიული ეთიკა, კლიენტთან კომუნიკაცია, პირველი ინტერვიუ, ჰონორარზე შეთანხმება, საადვოკატო საქმიანობის/ბიუროს ორგანიზება, სასამართლო პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევები, ორატორული ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები, დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმები, ნაფიცმსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2022 წლის 02 მარტიდან - 21 მარტის 16 საათამდე. სავალდებულო მოთხოვნებთან და კონკურსის წესებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და ელექტრონული განაცხადის ფორმა გთხოვთ, იხილოთ ბმულზე.


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი