5 აგვისტოდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან პირისპირ შეხვედრის ჯავშნების რაოდენობა იზრდება!

30 ივლისი 2024

ადვოკატთა ასოციაციის წევრთა პროფესიული საქმიანობის უფრო მოქნილ და კომფორტულ პირობებში განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის 5 აგვისტოდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან პირისპირ შეხვედრის ჯავშნების რაოდენობა იზრდება. 

იმისთვის, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად მოხდეს ადვოკატების შეხვედრა ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებთან, გთხოვთ, გამოიყენოთ ვიზიტის დაჯავნის ონლაინ სისტემა.

რაც შეეხება ბარიერს მიღმა შეხვედრებს ჯავშნების რაოდენობა უცვლელი რჩება. 

ხოლო, იმ ადვოკატებისთვის, რომელთაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშვათ, ან სხვა ნებისმიერი მიზეზით არ განუხორციელებიათ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის უკვე არსებული სტანდარტული პროცედურა იმოქმედებს (ე.წ. ცოცხალი რიგი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი, რომელიც 2022 წლის 17 მაისიდან ეფექტიანად ფუნქციონირებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი