ანკარაში თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ასათიანი და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ტარიელ კაკაბაძე ესწრებიან.
გენერალური ასამბლეის განსახილველ თემებს შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: TURK-AV-ში ადვოკატების ინდივიდუალური წევრობა, ორგანიზაციის სერვისების გაუმჯობესება და TURK-AV-ის ფარგლებში საარბიტრაჟო კომიტეტის დაარსება.
აღნიშნულ ორგანიზაციაში ინდივიდუალური წევრობა ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას მისცემს დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები და მრავალმილიონიანი ქვეყნების ბაზარზე განახორციელონ იურიდიული მომსახურება.