ISFED-ის წარმომადგენლები ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო საერთო კრებას აკვირდებიან

9 დეკემბერი 2021

2021 წლის 4-11 დეკემბრის ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების რეგლამენტის თანახმად, აღმასრულებელი საბჭოს 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშრისო საზოგადოება“-ს (ISFED) ასოციაციის საერთო კრებასა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების აკრედიტაცია მიენიჭა. 
ამასთან, 9 დეკემებრს, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა და საერთო კრების სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე ტყეშელაშვილმა, ISFED-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს საერთო კრების პორტალის ფარგლებში კრების მიმდინარეობის პროცედურები. ISFED-ის წარმომადგენლება მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. 
შეგახსენებთ, რომ საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები გაიმართება 11 დეკემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზირი 118, „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი