ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ორგანიზებით ქ. სეულში მიმდინარეობს IBA-ის ყოველწიული კონფერენცია, რომელშიც 130-ზე მეტი ქვეყნის 6000 დელეგატთან ერთად, ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ქართველ ადვოკატთა დელეგაციაც მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა შეხვედრები გამართა IBA-ის პრეზიდენტთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან, სადაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, შეხვედრები შედგა 30-ზე მეტი ასოციაციის აღმასრულებელ ოფიცრსა თუ სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
კონფერენციის ფარგლებში იმართება 1000-ზე მეტი სემინარი, ტრენინგი თუ სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უძღვებიან შესაბამისი დარგის გამოჩენილი საერთაშორისო ექსპერტები. შესაბამისად, ქართველ ადვოკატებს ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ კვალიფიკაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და აგრეთვე დაამყარონ საჭირო საერთაშორისო კონტაქტები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა ადვოკატთა შესარჩევი კონკურსი აპრილში გამოცხადდა და მასში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ყველა ადვოკატს შეეძლო მონაწილეობის მიღება. გამარჯვებული კონკურსანტები IBA-ის საკონკურსო კომისიამ შეარჩია.