AEA-EAL-სა და EYBA - ონლაინ შეხვედრა თემაზე „მენტორობის როლი იურიდიულ პროფესიაში“

5 თებერვალი 2025

ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ (AEA-EAL) და ევროპის ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ (EYBA) მენტორობის პროგრამის პირველი და მეორე გამოშვების მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს თემაზე „მენტორობის როლი იურიდიულ პროფესიაში“. 

შეხვედრის მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართეს AEA-EAL-ის პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა,  EYBA-ს პრეზიდენტმა, შენონ გოულიმ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილების შესახებს ისაუბრეს და მენტორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს.

მენტორობის პროგრამა AEA-EAL-სა და EYBA-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელსაც 2023 წელს ჩაეყარა საფუძველი და რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა და გამოცდილი ევროპელი ადვოკატების საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას, პროფესიულ განვითარებასა და საუკეთესო სტანდარტების დანერგვას იურიდიულ პროფესიაში.

მენტორობის პროგრამით დაინტერესებულ ადვოკატებს დამატებითი ინფორმაციისათვუს შეგიძლია მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე aea-eal@aea-eal.eu
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი