ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების განახლებული სტრუქტურა, ასევე, კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის წესი.
მუდმივმოქმედი კომიტეტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების მე-5 მუხლის თანახმად, მუდმივმოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეებისა და თანა-თავმჯდომარეების შერჩევის მიზნით, ასოციაცია აცხადებს ღია კონკურსს.
- კომიტეტის თავმჯდომარეობის/თანა-თავმჯდომარეობის უფლება აქვს ასოციაციის მოქმედი სტატუსის მქონე ნებისმიერ წევრს;
- კომიტეტის თავმჯდომარე/თანა-თავმჯდომარე დაუშვებელია იმავდროულად იყოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან/და სარევიზიო კომისიი წევრი;
- კომიტეტის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება 1 (ერთი) წლის ვადით.
კომიტეტის თავმჯდომარეობის/თანა-თავმჯომარეობის მსურველმა კანდიდატებმა გთხოვთ, 2026 წლის 08 თებერვლის ჩათვლით, სრულყოფილად შეავსოთ სააპლიკაციო განაცხადი და წარმოადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე. შერჩეული კანდიდატები აღმასრულებელი საბჭოს მიერ შესაძლოა მოწვეულ იქნან გასაუბრებაზე.




