ეკა მამალაძე

ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი

ეკა მამალაძე 2025 წლის ოქტომბრიდან იკავებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

2010-2014 წლებში ეკა სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2014-2016 წლებში მან მოიპოვა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომი წარჩინებით. 2018 წელს მან წარმატებით დაასრულა რიგის სამართლის სკოლის ევროკავშირის სამართლისა და ეკონომიკის პროგრამა.

2022-2025 წლებში ეკა მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროს ანალიტიკოსად. 2021-2022 წლებში ეკას ეკავა ადამიანის უფლებათა იურისტისა და პროექტის კოორდინატორის პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური სამართლიანობის ცენ.ტრში’’. 2014-2021 წლებში ეკა მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კვლევისა და ანალიზის მიმართულებით. 

ეკა არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არაერთი კვლევისა და ანგარიშის ავტორი/თანაავტორი და აქვს კვლევისა და ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება. მას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი, მათ შორის რენე კასინის ფონდსა და ლეიდენის უნივერსიტეტში. ამავდროულად, ის არის ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და სახალხო დამცველის ექსპერტი, ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

გარდა მშობლიური ენისა, ეკა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი