ანა გოგოლაური

სასწავლო ცენტრის კოორდინატორი

ანა გოგოლაური ასოციაციის სასწავლო ცენტრის კოორდინატორის პოზიციას იკავებს 2013 წლის 1-ლი აპრილიდან. 

2010-2014 წლებში ანა სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გახდა სამართლის ფაკულტეტის II სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული.

2012 წლის 16 იანვრს დაიწყო სტაჟირება ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში. 2012 წლის 1 ივლისიდან - 30 დეკემბრამდე, ადვოკატთა ასოციაციასა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG) - თან თანამშრომლობის ფარგლებში, იყო პროექტის -  „სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმებზე“ კოორდინატორი.

2015 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2016 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2017 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.

2013 წელს ამერიკის იურისტთა ასოციაციაში გაიარა ინტენსიური ტრენინგ კურსი შემდეგ საკითხებში: Advanced Trial Advocacy Skills; Criminal procedure Code; Legal Writing Skills; Discovery,Plea Bargaining and Negotiating Skills; Mock Jury Trial Competition.

გარდა მშობლიური ენისა, ანა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი