შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI) ახალი, ხუთწლიანი სამართლის უზენაესობის პროგრამა სასამართლოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს წარუდგინა.
გეგმა 2022-2026 წლებში განსახორციელებელ იმ პროექტებს მოიცავს, რომლებიც კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ. დავით ასათიანმა სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და ამ პროცესში ადვოკატურის როლზე ისაუბრა.