ძვირფასო წევრებო,
ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დეონტოლოგიის კომიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 19 მარტს თბილისის დროით 20:00 გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე.
თემა: დეონტოლოგია და ხელოვნური ინტელექტი: შეესაბამება თუ არა ეს ერთმანეთს?
დისკუსიაზე განხილული იქნება პროფესიული ეთიკისა და ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენების გადაკვეთის წერტილები იურიდიულ პრაქტიკაში და შეეხება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებს, პასუხისმგებლობას, სამართლებრივ ვალდებულებებსა და ეთიკურ უსაფრთხოების მექანიზმებს.
შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე. ვებინარზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შეუძლია.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 10 მარტამდე წერილობით დაადასტუროთ მონაწილეობა ელ-ფოსტაზე: office@aea-eal.eu
დამატებითი ინფორმაცია და Zoom-ის ბმული გაეგზავნებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს.
დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.




