ძვირფასო წევრებო, გაცნობებთ, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მოქმედ წევრს შეუძლია

2 სექტემბერი 2024

ძვირფასო წევრებო, გაცნობებთ, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნებისმიერ მოქმედ წევრს შეუძლია.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში (AEA-EAL) - გაწევრიანების შედეგად, ქსელური პლატფორმის საშუალებით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ ახალი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, გაიღრმაოთ პროფესიული გამოცდილება და გაეცნოთ საერთაშორისო, უახლეს პრაქტიკებს. ასევე, ასოციაციის სოციალურ ღონისძიებებზე, მეგობრულ ატმოსფეროში გაიცნოთ კოლეგები და პროფესიული კონტაქტები დაამყაროთ სხვა იურისდიქციების წარმომადგენლებთან.  

  • ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) წევრობის შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ წევრობის სერტიფიკატი, გამოიყენოთ AEA-EAL ლოგო პროფესიონალურ ბლანკებსა და ვებგვერდებზე;
  • განათავსოთ ინფორმაცია თქვენი საადვოკატო ბიუროსა და თქვენი, როგორც წევრის შესახებ AEA-EAL ვებსაიტსა და მის ბიულეტენში;
  • გეძლევათ საერთაშორისო კონფერენციებზე სპიკერად მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • შეგიძლიათ ჩაერთოთ AEA-EAL-ის კომიტეტების საქმიანობაში;
  • მიიღოთ ფასდაკლება რეგისტრაციის საფასურზე AEA-EAL სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად.

საწევრო გადასახადის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. 

ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ,
შეავსოთ ხელმოწერილი ფორმა, წარმოადგინოთ CV და ცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შესახებ და გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: office@aea-eal.eu 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დოკუმენტები უნდა იყოს შედგენილი ინგლისურ, რუსულ ან ფრანგულ ენაზე.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 71 18 18

შეგახსენებთ, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ასათიანია, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს არჩევნების შედეგად აირჩიეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციის პრეზიდენტი საქართველოდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან აირჩიეს. 

აქვე, გიზიარებთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც ასოციაციის ზაფხულის აქტივობებს გაეცნობით.

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს. ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით ადვოკატთა ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებსა და ინდივიდუალურ ადვოკატებს აერთიანებს. ასოციაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის, ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი