8 ნოემბერს, ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის საზეიმო ვახშამი გაიმართება.
ღონისძიების დეტალები:
• თარიღი: 8 ნოემბერი (კვირა)
• დრო: 20:00 საათი
• ადგილმდებარეობა: რესტორანი „ლისი მერე“
• მონაწილეობის საფასური: 250 ლარი
• ჩაცმის სტილი: კლასიკური
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს.
ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და დაუდასტურდებათ მონაწილეობა დადგენილ ვადაში.
მონაწილეობის დასადასტურებლად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადაიხადოთ მონაწილეობის საფასური 2 ნოემბრის 18:00 საათამდე.
ერთად აღვნიშნოთ პროფესიული დღე!




