შრომის კანონმდებლობა და მისი დანერგვის სამართლებრივი ასპექტები- ამ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და შრომის სამართლის კომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ.
ორდღიანი განხილვების ფარგლებში შრომის კომიტეტმა სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
შეხვედრა სოლიდარობის ცენტრის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციასა და სოლიდარობის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სხვადასხვა სახის ერთობლივ ღონძიებებს ითვალისწინებს.